Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 22-ე ტურში მოთამაშეები თერთმეტმეტრიანი დარტყმის დროს სცოდავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი მატჩი დარჩენილია, ამ ტურში უკვე 5 პენალტი გაცუდდა, რაც 1960-61 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა.
გუშინ ნიკო გონსალესმა იან ზომერს ვერ აჯობა, ფიორენტინა კი ინტერთან 0-1 დამარცხდა.
2 გაფუჭებული პენალტი ვნახეთ მეორე მილანური გუნდის შეხვედრაში, თავიანთი შანსები ოლივიე ჟირუმ და ტეო ერნანდესმა ვერ გამოიყენეს, მილანმა კი ბოლონიას ვერ მოუგო.
თერთმეტმეტრიანი გააცუდეს ლეჩეს მოთამაშე ნიკოლა კრშტოვიჩმა და ჰელას ვერონას ფეხბურთელმა ონდრეი დუდამაც.
ამ სეზონში ყველაზე ცუდად პენალტებს ვერონა ასრულებს, გუნდს 6 შანსიდან მხოლოდ 2 აქვს გამოყენებული.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ