სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ასტონ ვილასთან მატჩში, მანჩესტერ იუნაიტედის გასახდელში მოსასმენი მოწყობილობა იყო დაყენებული.
პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩი ბირმინგემში გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.
პრანკერი აცხადებს, რომ მან სტადიონ ვილა პარკის პერსონალი მოატყუა, გასახდელში შეძლო შეპარვა და მატჩამდე ორი დღით ადრე დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობა.
The Sun-ის ინფორმაციით, ეს ადამიანი იყენებდა ტელეფონს, რომელშიც მიკროფონის და მოსასმენი მოწყობილობის გააქტიურება მასზე დარეკვით იყო შესაძლებელი.
როგორც ირკვევა, მეორე დღეს ამავე ადამიანმა სტადიონზე კიდევ ერთხელ შეაღწია და გასახდელიდან თავისი მოსასმენი მოწყობილობა წარმატებით გამოიტანა.
The Sun-მა ჩანაწერები შეისწავლა, თუმცა გადაწყვიტა, რომ დეტალები არ გაესაჯაროვებინა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები