Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
21 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არსენალის, მან სიტის და სხვა კლუბების ექს-ფეხბურთელმა, ემანუელ ადებაიორმა, პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.
ამ ეტაპზე არსენალი 35 ტურის შემდეგ ცხრილს 80 ქულით ლიდერობს. მან სიტის 34 მატჩში ერთი ქულით ნაკლები აქვს მოგროვებული.
„არსენალის შემთხვევაში ყველაფერია შესაძლებელი. ყველამ ვიცით, რამდენად კარგად შეუძლიათ მათ თამაში და რომ ეს გუნდი ნიჭიერი და ამავდროულად თავმდაბალია. თუ მკითხავთ, ვარ თუ არა დარწმუნებული, რომ ისინი შემდეგ მატჩებში 9-დან 9 ქულას მოაგროვებენ, გიპასუხებთ, რომ არ ვარ დარწმუნებული. მათ შეიძლება ნებისმიერი რამ მოუვიდეთ. ეს რამდენიმე კვირის წინ ასტონ ვილასთანაც ვიხილეთ, როცა ყველას გვეგონა, რომ აუცილებლად მოიგებდნენ.
ამავდროულად, სიტიზე რომ მკითხოთ, მოიგებენ თუ არა ისინი მომდევნო ზედიზედ 20 მატჩს, დარწმუნებით გიპასუხებთ, რომ კი. არასწორად არ გამიგოთ, არსენალი მოძლიერებულია, მათ ხასიათიც გამოუმუშავდათ და გამოცდილებაც დაუგროვდათ." - აღნიშნა ტოგოელმა ექს-ფეხბურთელმა.
კომენტარები
19 საათის წინ
21 საათის წინ
13 საათის წინ
22 საათის წინ