Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერხიო აგუერო, რომელმაც საფეხბურთო კარიერა იძულებით, 2021 წელს დაასრულა, შესაძლოა ფეხბურთში დაბრუნდეს.
ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექიმმა 35 წლის ექს-ფეხბურთელს ფეხბურთში დაბრუნების ნება დართო, რადგან მისი გულის მდგომარეობა ამისათვის საკმარისად დამაკმაყოფილებელია. ისიც კი დაიწერა, რომ კუნი ვარჯიშს მშობლიურ კლუბში, ინდეპენდიენტეში უახლოეს დღეებში განაახლებდა.
თუმცა, ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა Twitch-ზე პირდაპირ ეთერში უარყო:
„ეს აბსოლუტრი სიცრუეა, ინდეპენდიენტესთან ვარჯიშს არ განვაახლებ. კარდიოლოგმა მითხრა, რომ კარგად ვარ, რაც მნიშვნელოვანია. თუმცა, იმისთვის რომ პირველი დივიზიონის დონეზე თამაშს დავუბრუნდე, კიდევ ბევრი ტესტი მექნება ჩასატარებელი." - აღნიშნა აგუერომ.
სერხიომ კარიერა 2021 წელს გულის პრობლემების გამო დაასრულა.
კომენტარები
14 დღის წინ
25 დღის წინ