1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერხიო აგუეროს აზრით, ზედიზედ 4 მატჩის წაგების მიუხედავად, მან სიტი ყველა ტურნირის ფავორიტად რცება.
„მე ვფიქრობ, რომ სიტი ყველა ტურნირის მოგების ფავორიტია. ყველაფერი მათ მენტალიტეტზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ რთულია მუდმივად ფავორიტი იყო.
ჩემი აზრით, სიტი ახლა ასეთ მდგომარეობაში იმიტომ იმყოფება, რომ გვარდიოლამ კარგად იცის, როგორ შეინარჩუნოს ეს მენტალიტეტი. ჩემი აზრით, კლუბში საკვანძო ადამიანი სწორედ ის არის, იმიტომ რომ მისი მენტალიტეტი შემდეგ ფეხბურთელებსაც გადაეცემა.
ის სულ იმეორებს: "წინ, ჩვენ გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ." ასეთი ცხოვრება ადრე თუ გვიან გღლის, მაგრამ ის ამას უკვე რამდენიმე წელია აკეთებს და სწორედ ამიტომ მგონია, რომ სიტი ყველაფრის ფავორიტად რჩება. პეპი არასდროს ისვენებს და არც თავის ფეხბურთელებს აძლევს დასვენების საშუალებას. ყველა გუნდისთვის გამარჯვების მთავარი გასაღები სწორედ ეს არის.
ის არასდროს არ ისვენებს, ეს პირადად ვიხილე. გვარდიოლა მუდმივად სამი მატჩით წინ ფიქრობს. მის ტვინში იდეალური გრაფიკია შექმნილი. ერთხელ, მას ვკითხე გუნდზე, რომელთან მატჩიც გვიწევდა და მან მიპასუხა, რომ ყველაფერი უკვე დაგეგმილი აქვს. ეს ამ გუნდთან მატჩამდე ორი კვირით ადრე მოხდა.
ბოლოს და ბოლოს, ის თავის საქმისადმი დიდ ვნებას გრძნობს, მაგრამ არ აღიქვამს ამას როგორც უბრალო სამსახურს, მას მუდმივად გამარჯვებბეი უმდა. თუ ამას ვერ ახერხებს, ძალიან სწყინს, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ სიტი სულ ფავორიტი იყოს." - აღნიშნა სიტის ექს-ფორვარდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები