Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მასიმილიანო ალეგრიმ იუვენტუსის ნაპოლისთან მარცხი (1:2) შეაფასა.
„ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ჩვენი შანსები მივიღეთ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ეს პროცესის ნაწილია - დიდ მატჩებში სწორი ბალანსი უნდა მოიძიო.
არ ვფიქრობ, რომ ნაპოლის ბევრი აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდა, ჩვენ კი ნამდვილად ზედმეტად ბევრი გავანიავეთ. ჯიუტად ვცდილობდით მეტოქის საჯარიმოში ცენტრიდან შეღწევას, ნაცვლად იმისა, რომ ფლანგებზე გადაგვეჭიმა თამაში.
სამწუხაროა, რომ ცარიელი ხელით ვბრუნდებით უკან, სამაგიეროდ ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება მივიღეთ. გარკვეულ სიტუაციებში უფრო ფხიზლად ყოფნა იყო საჭირო.
ვფიქრობ, ეს იუვენტუსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა იყო [იუვეს თერთმეტეულის საშუალო ასაკი 26 წელს და 14 დღეს შეადგენდა - ავტ], ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგად ვმუშაობთ. ჩვენი ამოცანაა - ახალგაზრდებს ზრდაში დავეხმაროთ, რათა ისინი მომდევნო სეზონს უფრო მომზადებულები შეხვდნენ." - აღნიშნა ალეგრიმ.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ