Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეჩესთან მოგებით მასიმილიანო ალეგრიმ მთავარი მწვრთნელის რანგში სერია ა-ში მე-300 გამარჯვება იზეიმა.
ის გახდა ისტორიაში მე-3 ადამიანი, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
სამასიანთა კლუბში აქამდე მხოლოდ ნერეო როკო (302) და ჯოვანი ტრაპატონი (352) იყვნენ.
ალეგრის ამ მიღწევისთვის 491 მატჩის ჩატარება დასჭირდა (300 მოგება, 97 ფრე, 94 მარცხი). ის ამ დროის განმავლობაში კალიარის, მილანსა და იუვენტუსს წვრთნიდა.
56 წლის სპეციალისტი სერია ა-ს 6-გზის გამარჯვებულია, ერთხელ მილანთან და 5-ჯერ იუვენტუსთან ერთად.
იტალიელი კიდევ ერთ სიმბოლურ რიცხვთანაა ახლოს, მას მხოლოდ 3 ქულა აკლია სერია ა-ში დაგროვებულ 1000 ქულამდე. მხოლოდ ტრაპატონის, როკოსა და ნილს ლიდჰოლმს აქვთ იტალიის ჩემპიონატში მასზე მეტი ქულა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ