Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი კარლოს ალკარასი რომის მასტერსიდან ტრავმის გამო ჩაიხსნა.
ესპანელმა ჩოგბურთელმა დაზიანება მადრიდის მასტერსის 1/4 ფინალში, ანდრეი რუბლევთან მატჩში მიიღო, რის გამოც ის თამაშიც დათმო და შემდეგი ტურნირიდანაც ჩაიხსნა.
„მადრიდის ტურნირის შემდეგ ხელში დისკომფორტი ვიგრძენი. ტესტებმა წინა ტრავმის მცირე რეციდივი მიჩვენა. სამწუხაროდ, რომში ვერ ვითამაშებ, იმიტომ რომ ტკივილის გარეშე თამაშისთვის ძალების 100%-ით აღდგენა მჭირდება. ძალიან ვწუხვარ." - დაწერა ალკარასმა სოციალურ ქსელში.
რომის მასტერსი სტარტს 6 მაისს აიღებს და 19 მაისამდე გაგრძელდება, მისი მოქმედი გამარჯვებული დანილ მედვედევია.
კომენტარები
27 დღის წინ
18 დღის წინ
15 დღის წინ
26 დღის წინ