Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალმერიას ფეხბურთელმა, გონსალო მელერომ, რეალთან კონტროვერსიულ მატჩში მარცხის (2:3) შემდეგ, ლა ლიგა გააკრიტიკა.
საინტერესოა, რომ მელერო რეალის აღზრდილია.
„რეალთან მატჩში უბრალოდ გაგვქურდეს. ვიღაცამ ზემოთ თქვა, რომ ბერნაბეუზე არ უნდა მოგვეგო და ასეც მოხდა.
როგორც ხშირად ამბობენ, ჩვენ გვსურს რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგა გავხდეთ... ამას სინათლის წლით ჩამოვრჩებით. ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს და მაღიზიანებს, მაგრამ ფაქტია და უნდა მიიღო.
მსგავსი შემთხვევები წელს უკვე რამდენჯერმე მოხდა. თუ არ წუწუნებ, არც არავინ გეხმარება. მაგრამ, ახლა სიტუაცია ყველანაირ ზღვარს გადასცდა.
ესპანური ფეხბურთი ამჟამად სინათლის წლით ჩამორჩება ინგლისის პრემიერ ლიგას, ასეთია რეალობა.“ - აღნიშნა მელერომ.
კომენტარები
10 საათის წინ
10 საათის წინ
10 საათის წინ
10 საათის წინ