Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯანლუიჯი ბუფონმა გაიხსენა, თუ რატომ გადაწყვიტა იუვენტუსში დარჩენა გუნდის სერია ბ-ში დაქვეითების შემდეგ.
კორუფციული სკანდალის გამო, იუვენტუსი 2006/07-სეზონში სერია ბ-ში დააქვეითეს. ბუფონი იყო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელებიდან, ვინც ამის მიუხედავად, გუნდში დარჩა.
„ბოლოს და ბოლოს, ასეთი სიტუაციები უკეთ ამტკიცებს, ვინ ხარ. გუნდისთვის ზურგი რთულ დროს არასდროს არ შემიქცევია და ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო მეჩვენებინა, რომ სხვა ფასეულობებისთვისაც შეიძლება თამაში.
ამას კიდევ 100-ჯერაც გავიმეორებდი, თუნდაც კარიერის კუთხით რაღაცის ფასად დამჯდომოდა. ჩემთვის ეს ძალიან მარტივი იყო. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შტაბ-ბინაში მივედი და იქ მიგდებული ტერიტორიის ატმოსფერო სფევდა.
მგონია, რომ ჩემგან ასეთ პასუხს ხელმძღვანელობაშიც არ ელოდნენ." - აღნიშნა ბუფონმა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ