ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი და ილია თოფურიას სავარაუდო მომდევნო მეტოქე, მაქს ჰოლოუეი, ილიას პოსტზე წერს, რომელიც ქართველმა მას სოციალურ ქსელში მიუძღვნა.
„ტვიტერზე ერთი ფრაზა მივწერე ბიბლიიდან და ყველა ამბობდა, რომ ეს რაუნდი მე მოვიგე. არაფერი მითქვამს, მხოლოდ ციტატა დავპოსტე. მან კი მთელი აბზაცი მომიძღვნა, რომელიც არც კი წამიკითხავს, ამდენად გრძელი იყო.
მისი ეს გრძელი ტექსტი გაბრაზებული შეყვარებულის ნაწერს ჰგავდა. პირველად რომ ვნახე, ჭკუიდან გადავედი, დაუჯერებლად დიდი იყო. ჩემი ცოლიც კი არ მწერს ამხელა ტექსტებს.
პირველი წინადადება წავიკითხე და გავიფიქრე, არა, ამას ვერ წავიკითხავ-მეთქი. რა ჯანდაბა გჭირს, ბრო? წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება შენს თავს. ორ წინადადებას გადავხედე, მერე დავინახე რომ ქვემოთ მქონდა ჩამოსასქროლი კიდევ და ვიფიქრე, ეს რა არის, ცოლი გავაბრაზე მეთქი? გადამოწმება დამჭირდა, ჩემი ცოლის ნაწერი ხომ არ იყო, რა ჯანდაბაა." - აღნიშნა ჰოლოუეიმ.
კომენტარები
7 დღის წინ
15 დღის წინ
4 დღის წინ