მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდული დერბის პირველ ტაიმში კარლო ანჩელოტი თავისი შეგირდების თამაშით უკმაყოფილო იყო.
ლა ლიგის 23-ე ტურის ეგიდით გამართული შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში ხულიან ალვარესის გატანილ პენალტს მეორე ნახევრის სტარტზე კილიან მბაპემ თავისი გოლით უპასუხა.
Marca-ს ცნობით, რეალის მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილო იყო იმით, რომ გუნდის შემტევი ფეხბურთელები ხშირად საკუთარ პოზიციებს ტოვებდნენ, რის შედეგადაც ვინისიუსი, კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი ხშირად მოედნის ერთ მონაკვეთზე ხვდებოდნენ.
ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მსვლელობისას, ანჩელოტი აქტიურად ანიშნებდა ფეხბურთელებს, რომ მაქსიმალურად შორს დამდგარიყვნენ ერთმანეთისგან. შესვენებაზე კი მან ვარსკვლავებს უთხრა: "ან ვაკეთებთ იმას, რაზეც მოვილაპარაკეთ, ან ეგრევე ცვლილებებს მივმართავ" - გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ანჩელოტი განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო ვინისიუსის მოქმედებით, რომელსაც იტალიელმა ცენტრისკენ შეწევა აუკრძალა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები