მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ესპანური Onda Cero წერდა, რომ ანჩელოტიმ სეზონის ბოლოს მადრიდული კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
„რეალის დატოვება? არა! მინდა, ჩემი პოზიცია მტკიცედ დავაფიქსორო - რეალის დატოვებას არასდროს გადავწყვეტ. წასვლის დრო მოვა, მაგრამ ჩემით ამ ნაბიჯს არასდროს გადავდგამ. შეიძლება ხვალვე გამიშვან, ან კიდევ ხუთი წელი გავჩერდე.
ჩემი გეგმაა, მომავალი 4 წელი აქ ვიყო და ფლორენტინოს დავემშვიდობო." - აღნიშნა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, ფლორენტინო პერესი რეალის პრეზიდენტი 2029 წლამდე იქნება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები