Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ ბაიერნთან მატჩის შემდეგ ტონი კროოსი შეაქო.
გერმანელმა ვინისიუსზე ბრწყინვალე საგოლე პასი პირველ ტაიმში გააკეთა და ბრაზილიელმა რეალი დააწინაურა.
„ტონი კროოსზე სიტყვები არ მყოფნის. ის ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია. საჭირო პაუზები, მიღებული გადაწყვეტილებები, პასები...
ასეთი პასის გაკეთება ყველას არ შეუძლია, ცალსახად. თუმცა, ვინისიუსიც უნდა გამოვყოთ, რომლის მოძრაობაც ჭკვიანური და დიდებული იყო.
ბელინგემი? მას საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, ისევე, როგორც მთელ გუნდს. მე-60 წუთის შემდეგ კოჭლობა დაიწყო და მისი შეცვლა გადავწყვიტე." - ციტირებს კარლოს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
კომენტარები
3 საათის წინ
1 დღის წინ
3 საათის წინ