Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალის მწვრთნელის ამპლუაში ჩატარებული მატჩებით კარლო ანჩელოტი ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდა.
ესპანეთის სუპერ თასზე ატლეტიკოსთან შეხვედრა იტალიელისთვის სამეფო გუნდის მწვრთნელის რანგში 263-ე იყო. ის ამ მაჩვენებლით ზიდანს გაუთანაბრდა და რეალის ისტორიაში ამ შედეგით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით ლეგენდარული მიგელ მუნიოსია, რომელსაც მადრიდული გრანდი 605 მატჩში ჰყავს გაწვრთნილი.
ამ 263 შეხვედრის შემდეგ ანჩელოტის მონაგარი რეალში ასეთია: 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 2 უეფას სუპერ თასი, 1 ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი და 1 ესპანეთის სუპერ თასი.
მორიგი შეხვედრა მადრიდელებს სუპერ კოპას ფინალში ელით, სადაც მათი მეტოქე ბარსელონასა და ოსასუნას შორის გამარჯვებული იქნება.
კომენტარები
17 საათის წინ
8 საათის წინ
1 დღის წინ
8 საათის წინ