Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ პრესასთან საუბარში განაცხადა თუ ვინ დაიცავს მადრიდის რეალის კარს მიუნხენის ბაიერნთან გადამწყვეტ მატჩში.
"ბაიერნთან ლუნინი ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ კურტუამ დიდებული მატჩი ჩაატარა, გეგმა თავიდანვე ასეთი იყო, რომ ბაიერნთან კარში ლუნინი იდგებოდა."
"კურტუას დაბრუნებით ძალიან ბედნიერები ვართ, ის ნამდვილად ფანტასტიკურად ვარჯიშობს და მეტს იმსახურებს." - განაცხადა იტალიელმა.
ბელგიელი მეკარე რეალს დიდხნიანი პაუზის შემდეგ კადისთან მატჩში (3-0) დაუბრუნდა და კარის მშრალად შენახვაც მოახერხა, თუმცა ანჩელოტი როგორც ჩანს ანდრეი ლუნინს ბოლომდე ენდობა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც კარში მას დააყენებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის ვინაობა რეალსა და ბაიერნს შორის 8 მაისს (23:00) გაირკვევა.
კომენტარები
10 საათის წინ
1 დღის წინ
38 წუთის წინ
1 დღის წინ