Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხეტაფესთან ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩში მადრიდის რეალმა ხეტაფეს 2:0 მოუგო, მაგრამ ეს გამარჯვება მძიმედ დაუჯდა.
პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო და მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გამოჩენილა გუნდის ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი. მის ნაცვლად მოედანზე ადგილი კამავინგამ დაიკავა, ცენტრბეკის პოზიციაზე კი ორელიან ჩუამენიმ დაიწია.
როგორც ესპანური წყაროები იუწყებიან, პირველადი შეგრძნებით, რუდიგერის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ გერმანელს მუხლის არეში ძლიერი ტკივილი აწუხებს.
5 თებერვალს რეალი ატლეტიკოს მასპინძლობს, 10 თებერვალს კი - ჩემპიონატის მეორეადგილოსან ჟირონას, ამიტომ ასეთ გადატვირთულ გრაფიკში და ალაბა - მილიტაოს არყოფნაში, რუდიგერის მწყობრში ყოფნა ანჩელოტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კომენტარები
17 საათის წინ
8 საათის წინ
1 დღის წინ
8 საათის წინ