სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
8 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის ბრაზილიელმა ექს-ნახევარმცველმა, ანდერსონმა, კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელად ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
„მე და ნანი თითქმის ერთი წელი რონალდუსთან ვცხოვრობდით. ვარჯიშები 9:30-ზე იწყებოდა, მაგრამ ზოგჯერ, კრიშტიანუს 6:30-ზე მივყავდით. მე და ნანის ბაზაზე საკაცეებზე გვეძინა და ვარჯიშის დაწყებას ველოდით, რონალდუ კი მუშაობას იწყებდა.
მისი მენტალიტეტის 5% რომ მქონოდა, იმ დროის საუკეთესო ნახევარმცველების ოცეულში შევიდოდი. მაგრამ ჩემმა ბრაზილიურმა მენტალიტეტმა მძლია, ყველაფერი მოვიგე, ცხოვრება შედგა. უფრო მეტის მიღწევის სურვილი არ მქონია.
მანჩესტერში გადმოსვლისთანავე, საცხოვრებლად რონალდუსთან გადავედი, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. მან შემიფარა. მე და ნანის კიდევ უფრო დიდხანს შეგვეძლო მასთან დარჩენა, მაგრამ თავად მოვინდომეთ გადასვლა.
არანაირი ხარჯი არ გვქონია, რონალდუ გვაჭმევდა, ვარჯიშებზე გვატარებდა, საკვებს გვიმზადებდა. სახლში აუზები, ჯაკუზი და საჩოგბურთო კორტიც კი ჰქონდა.“ - გაიხსენა ბრაზილიელმა.
კომენტარები