Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
22 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი, 46 წლის ვილაშ ბოაში, პორტოს პრეზიდენტი გახდა.
არჩევნებში ვილაშ ბოაშმა კლუბის მრავალწლიანი პრეზიდენტი, პინტო და კოშტა დაამარცხა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 1982 წლიდან იკავებდა და პორტოს ყველა ბოლოდროინდელ წარმატებაში მიუძღვოდა ხელი.
ვილაშ ბოაშის ბოლო გაწვრთნილი კლუბი მარსელი იყო, რომელიც მან 2021-ში დატოვა და მას შემდეგ, მწვრთნელობის გაგრძელების ნაცვლად, პორტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დაიწყო მზადება.
46 წლის პორტუგალიელს ახლა გუნდის მთავარი მწვრთნელის, სერჟიო კონსეისაოს ბედი აქვს გადასაწყვეტი - პორტუგალიელ სპეციალისტს პორტოსთან ახალი კონტრაქტი 2028 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ის ვალიდური მხოლოდ პინტო და პოშტას მოგების შემთხვევაში იქნებოდა. ახლა ვილაშ ბოაში გადაწყვეტს, გაუშვას კონსეისაო და ახალი მწვრთნელი მოიყვანოს, თუ წინა პრეზიდენტთან გაფორმებული შეთანხმება ძალაში დატოვოს.
იგივე სიტუაცია აქვს პეპესაც - პინტო და კოშტა აცხადებდა, რომ ვეტერან მცველსაც გაუფორმა ახალი კონტრაქტი, თუმცა ის ვალიდური მხოლოდ მისი მოგების შემთხვევაში იქნებოდა.
კომენტარები
9 დღის წინ
2 თვის წინ
2 თვის წინ
2 თვის წინ