სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტიერი ანრი საფრანგეთის 21-წლამდე და ოლიმპიური ნაკრებების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მას კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებდა. ანრიმ გადაწყვეტილება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფილიპ დიალოს უკვე შეატყობინა.
"ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე გული გვწყდება, რადგან ტიერი ანრიმ შეძლო დასახული მიზნების შესრულება და პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ლოს ანჯელესის ოლიმპიური მედლიდან 40 წლის შემდეგ. ამ პერიოდში მე მისი დიდი პროფესიონალისმი და ლურჯი მაისურის სიყვარული დავინახე. მას კარიერის განმავლობაში წარმატებებს ვუსურვებთ." - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.
ანრიმ თანამდებობა პირადი მიზეზების გამო დატოვა.
ლეგენდარული ფეხბურთელის გაწვრთნილი საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრები პარიზის ოლიმპიადის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
სტეფმა მასპინძლები დააძინა - აშშ ჩემპიონია
კალათბურთი
სკუადრა აძურამ პარიზში იმარჯვა
ფეხბურთი