მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
20 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს E ჯგუფის მეორე მატჩში ჯერჯერობით ტურნირის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა.
ფრანკფურტში გამართული შეხვედრა ბელგიასა და სლოვაკეთს შორის ფრანჩესკო კალცონას გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ივან შრანცმა გაიტანა და დომენიკო ტედესკოს ბელგიის ნაკრების სათავეში პირველი მარცხი აგემა.
თამაშის მთავარ ანტიგმირად რომელუ ლუკაკუ მოგვევლინა, რომელმაც არაერთი ხელსაყრელი მომენტი გაანიავა და ორი გოლიც გაუუქმეს - პირველი მცირე თამაშგარის გამო, მეორეზე კი საგოლე პასის ავტორის, ლუის ოპენდას ხელით თამაშისთვის.
E ჯგუფი პირველი ტურის შემდეგ საერთოდ მოულოდნელობით სავსე გამოვიდა - ჯგუფის ფავორიტები უკრაინა და ბელგია თავისი მატჩების შემდეგ 0 ქულით მე-3 და მე-4 ადგილებს იყოფენ, პირველი რუმინეთია, მეორეზე კი სლოვაკეთი გამწესდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
5 საათის წინ
5 საათის წინ
7 საათის წინ
9 საათის წინ