ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
17 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტონის თამაშებზე პირადი ფოტოგრაფი უღებს სურათებს.
The Sun-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ვინგერმა დაიქირავა გადამღები, რომელიც მატჩების დროს მის ქმედებებს აფიქსირებს და ფეხბურთელის პირადი კოლექციისთვის კატალოგს ქმნის. თამაშების შემდეგ, ფეხბურთელი ამ სურათებს რეკლამისთვის და პოსტებისთვის იყენებს.
ბარნლისთან (1:1) მატჩში, ანტონიმ პრემიერ ლიგის ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მან ბურთი ჯერ მაისურის ქვეშ ჩაიდო, შემდეგ ფოტოგრაფს გადაეხვია და ზღარბი სონიკის სათამაშო გამოაჩინა.
მოგვიანებით ფეხბურთელმა განმარტა, რომ ეს აღნიშვნა თავის შვილს ლორენცოს მიუძღვნა, რომელსაც სონიკი ძალიან უყვარს. გარდა ამისა, ანტონის ოჯახი კიდევ ერთ ბავშვს ელოდება.
როგორც აღმოჩნდა, სონიკის სათამაშო ფოტოგრაფს ჰქონდა თან. ვინგერი გოლის ასეთ სტილში აღნიშვნას მთელი სეზონია ამზადებს.
კომენტარები
20 საათის წინ
21 საათის წინ