Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
5 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც ჩანს, არგენტინაში სურთ, ათნომრიანი მაისური სამუდამოდ ლიონელ მესის საპატივცემლოდ გააუქმონ.
ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ ისაუბრა: როცა მესი ნაკრებიდან წავა, ათიანის ჩაცმის უფლებას არავის არ მივცემთ. რა თქმა უნდა, ნომერი მესის პატივსაცემად ხმარებიდან იქნება ამოღებული. ეს არის ყველაზე მცირე რამ, რისი გაკეთებაც მისთვის შეგვიძლია.
თუმცა, მსგავს რაიმეს ფიფას წესები კრძალავს - ხანგრძლივი მოლაპარაკებები იქნება საჭირო
ფიფას რეგლამენტის თანახმად, ორგანიზაციის ეგიდით გამართულ მატჩებში, ნაკრებში ფეხბურთელებს 1-დან 23-მდე ნომრები დაკავებული უნდა ჰქონდეთ, ხოლო მატჩის განაცხადში მოხვედრილი ფეხბურთელების ნომრები 1-დან 18-მდე უნდა იყოს დაკავებული.
საკლუბო ფეხბურთში მსგავსი მაგალითები საკმაოდ ბევრია და არავის უკვირს. ყველაზე ახალი: 2021-ში ბირმინგემმა სამუდამოდ შეუნახა ჯუდ ბელინგემს 22-ნომრიანი მაისური, იმის გამო, რომ ახალგაზრდა ინგლისელმა დორტმუნდში წასვლით კლუბს 30-მდე მილიონი ევრო მოუტანა.
თუმცა, კლუბი ამას იმით ხსნის, რომ მოკლე მონაკვეთში ჯუდი გუნდისთვის საკვანძო ფიგურად იქცა.
არგენტინა ათიანის გაუქმებას უკვე ცდილობდა - მაშინ მარადონას გამო
2000-ში ნაპოლიმ დიეგო მარადონას საპატივცემლოდ ათიანი გააუქმა და ერთი წლის შემდეგ ამის გამეორება ნაკრებშიც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ
2002 წლის მუნდიალზე, ფიფას გენერალურმა მდივანმა, ზენ-რუფინენმა არგენტინელთა მეკარის, რობერტო ბონანოს 24-ნომრიანი მაისურით დარეგისტრირების უფლება გასცა, მაგრამ მეორე დღეს, პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ეს მოთხოვნა უარყო და საპირისპირო შემოთავაზება გააკეთა: მესამე მეკარეს მიეცით ათი ნომერი, მაინც არ ითამაშებს.
არგენტინელები არ დათანხმდნენ, ამიტომ ათიანის დაბრუნება მოუწიათ და რივერის თავდამსხმელს, არიელ ორტეგას მისცეს. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ნომერი მემკვიდრეს უნდა დაელოდოს.
კომენტარები
14 დღის წინ
15 დღის წინ