Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო დღის სახელებით ცენტრალურ დაპირისპირებას მილანში, სტადიონ სან სირომ უმასპინძლა.
მილანი საკუთარ კედლებში ლივერპულს დაუხვდა და მე-3 წუთზე დაწინაურების მიუხედავად, პირველი ტურის შემდეგ უქულოდ დარჩა - ლივერპულმა მატჩი 3:1 მოიგო.
მატჩის სტარტზევე კრისტიან პულიშიჩმა ალვარო მორატას პასით შეძლო როსონერის დაწინაურება, თუმცა ტაიმი მაინც არნე სლოტის გუნდმა, ორი ცენტრალური მცველის გოლებით მოიგო - 23-ე წუთზე ანგარიში კონატემ გაათანაბრე, 41-ზე კი ვირჯილ ვან დაიკმა შეძლო ლივერპულის წინ გაყვანა.
შესვენების შემდეგ მილანმა სიტუაციის შეცვლა ვერ შეძლო - 67-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ ტურში მერსისაიდული გუნდი საკუთარ კედლებში ბოლონიას უმასპინძლებს, მილანმა კი გასვლაზე ლევერკუზენის ბაიერს დაუპირისპირდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები