სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯეკ პორტერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც არსენალის პირველი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ეს ფაქტი კარაბაოს თასზე ბოლტონთან მატჩში დაფიქსირდა.
ინგლისის 17-წლამდე ნაკრების მეკარე 16 წლის და 72 დღისაა. მან სესკ ფაბრეგასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 16 წლის და 177 დღის იყო, როცა 2003 წლის ოქტომბერში ლიგის თასის თამაშში როტერჰემთან სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
ჯეკი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც არსენალის პირველ გუნდში ითამაშა. 2022 წლის სექტემბერში პრემიერ ლიგის რეკორდი ეთან ნუანერიმ დაამყარა, რომელიც, როცა ბრენტფორდთან შეცვლაზე შემოვიდა, 15 წლის და 181 დღის იყო.
აღსანიშნავია, რომ ნუანერიმ ბოლტონთან დუბლი შეასრულა, რაც არსენალის პირველ გუნდში მისი პირველი გოლები იყო და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილიც შეიტანა.
სტერლინგის პირველი გოლი და 17 წლის ბიჭის დუბლი - არსენალი თასის შემდეგ ეტაპზეა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები