მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლონდონურ დერბიში არსენალმა კრისტალ პალასი 5-0 გაანადგურა.
მე-11 წუთზე დეკლან რაისის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში გაბრიელ მაგალაესმა თავური დარტყმით გახსნა.
37-ე წუთზე ამჯერად საპირისპირო ფლანგიდან ჩაწოდებულ კუთხურს ისევ ბრაზილიელი მცველი გამოეხმაურა და დინ ჰენდერსონს გოლი საკუთარ კარში გაატანინა.
59-ე წუთზე მასპინძლებმა დავიდ რაიას დახმარებით კონტრშეტევა წამოიწყეს. მეკარემ ბურთი გაბრიელ ჟესუსს გადააწოდა, ბრაზილიელმა თავის მხრივ ლეანდრო ტროსარი მოძებნა და ანგარიში 3-0 გახდა.
კიდევ 2 გოლი გავიდა მატჩის მიწურულს. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ერთწუთიან მონაკვეთში გაბრიელ მარტინელიმ თითქმის იდენტური დარტყმებით დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 5-0.
არსენალმა ამ გამარჯვებით 43 ქულა დააგროვა და ასტონ ვილასა და მანჩესტერ სიტის გაუთანბრდა, თუმცა გვარდიოლას შეგირდებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
კომენტარები
23 დღის წინ
4 დღის წინ
10 დღის წინ
2 დღის წინ