Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 36-ე ტურში ლონდონის არსენალმა ემირეითსზე ბორნმუთი მიიღო და მეტოქე 3-0 დაამარცხა.
45-ე წუთზე პენალტის საშუალებით ანგარიში ბუკაიო საკამ გახსნა, 70-ე წუთზე კი მეთოფეების უპირატესობა ორამდე ლეანდრო ტროსარმა გაზარდა.
მატჩს წერტილი დეკლან რაისმა 97-ე წუთზე დაუსვა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ინგლისელმა ნახევარმცველმა შეხვედრაში საგოლე გადაცემაც მიითვალა (მეორე გოლის დროს).
არსენალმა ამ გამარჯვების შემდეგ 83 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე იმყოფება. მანჩესტერ სიტის 4 ქულით ნაკლები აქვს, თუმცა ქალაქელების თადარიგში 2 მატჩით მეტიცაა.
არტეტას გუნდს კი 2 თამაში აქვს დარჩენილი: მანჩესტერ იუნაიტედთან და ევერტონთან.
კომენტარები
39 წუთის წინ
12 საათის წინ
1 საათის წინ
12 საათის წინ