სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში ლონდონური დერბი შედგა, სადაც ფულემმა საკუთარ მოედანზე არსენალი მიიღო.
ანგარიში მე-11 წუთზე რაულ ხიმენესმა გახსნა, მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1-0 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 52-ე წუთზე ვილიამ სალიბამ ანგარიში გაათანაბრა.
არსენალს მატჩის მოგებაც შეეძლო. 89ე წუთზე გოლი ბუკაიო საკამ გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა, შეხვედრა კი 1-1 დასრულდა.
მიკელ არტეტას გუნდს 15 მატჩის შემდეგ 29 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები