სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
12 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიკელ არტეტამ ჩელსისთან ლონდონურ დერბიში ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი შეაფასა.
მატჩში ანგარიში გაბრიელ მარტინელიმ გახსნა, თუმცა პედრო ნეტუმ წონასწორობა აღადგინა და არსენალი შინ სამი ქულით არ გაუშვა.
„ძალიან არ გაგვიმართლა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვდომინირებდით, თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ.
შედეგი დაგვაკლდა და მთავარი სწორედ ეს არის." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
11 ტურის შემდეგ არსენალი 19 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და ლიდერ ლივერპულს უკვე 9 ქულით ჩამორჩება, მეთოფეები პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 თამაშია ვერ იგებენ (2 ფრე, 2 მარცხი).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები