9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ვახტანგ სალიას ნიუკასლში ტრანსფერს გამოეხმაურა.
"კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, ვახო სალია ტრადიციულ ევროპულ კლუბ ნიუკასლ იუნაიტედს შეუერთდება. ვულოცავ ამ ტრანსფერს დინამო თბილისსა და ნიუკასლ იუნაიტედს - მათ დიდებული მოთამაშე დაიმატეს. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ისინი ამას თავისით ნახავენ.
ჩემი ძვირფასი მეგობარი, თემურ ქეცბაია ამ კლუბის იკონური მოთამაშეა და იმედი მაქვს, სალიას თამაში კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და წარმატებული იქნება, რომელიც ნიუკასლს დიდებულ შედეგებს მოუტანს.
ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს, სანამ ასეთი ტალანტები არსებობენ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მალე კიდევ ბევრ ტალანტს ვნახავთ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბებში." - წერს არველაძე ინსტაგრამზე.
დინამო თბილისიდან პრემიერ ლიგაში - სალიას ტრანსფერი გაოფიციალურდა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები