მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მარკო ასენსიო პსჟ-დან იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ასტონ ვილას შეუერთდა.
ინგლისური კლუბს ზაფხულში ესპანელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება, თუმცა კლუბები მზად არიან სრულფასოვან ტრანსფერზე სეზონის ბოლოს მოლაპარაკებები გამართონ.
ესპანელი შემტევის დებიუტი პრემიერ ლიგაში უკვე შედგა. მას ტოტენჰემთან მატჩში სათამაშოდ 25 წუთი მიეცა, სადაც უნაი ემერის გუნდმა მეტოქე 2-1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ასტონ ვილა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშია გასული, პრემიერ ლიგაში კი 37 ქულით მე-8 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები