Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 31-ე ტურში ატლეტიკო ჟირონას დაუპირისპირდა. მადრიდელებმა კატალონიელები 3-1 დაამარცხეს.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-4 წუთზე არტემ დოვბიკმა გაიტანა გოლი. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში შეძლეს თამაშის მოტრიალება.
34-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გამოიყენა თერთმეტმეტრიანი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ანხელ კორეამ გასახდელში გაატანა გოლი კატალონიელებს.
მეორე ტაიმის დასაწყისში გრიზმანმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით ატლეტიკომ 61 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან ჟირონას უკვე 4 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
8 საათის წინ
8 საათის წინ