Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალში დორტმუნდის ბორუსიამ სტუმრად პსჟ-ს მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
შეხვედრა პარკ დე პრენსზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე მატს ჰუმელსმა თავური დარტყმით გაიტანა და ბორუსიამ ნახევარფინალი ორი მატჩის ჯამში 2:0 მოიგო.
ლუის ენრიკეს გუნდმა ბურთი ძელს 4-ჯერ გაარტყა და გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში გერმანულ გუნდის კარი ვერცერთხელ ვერ აიღო.
ამრიგად, დორტმუნდი 2013 წლის შემდეგ პირველად გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მისი მეტოქე ან კვლავაც, როგორც 11 წლის წინ, მიუნხენის ბაიერნი იქნება, ან მადრიდის რეალი, ამას დაზუსტებით უკვე დღეს, 8 მაისს გავიგებთ.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ