8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში დონეცკის შახტარი გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში ბრესტს დაუპირისპირდა.
უკრაინელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი აზაროვი, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
მე-18 წუთზე დონეცკელთა მხრიდან ანგარიში კევინმა გახსნა, 37-ე წუთზე აზაროვის საჯარიმოში წაქცევის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გეორგი სუდაკოვმა ზუსტად შეასრულა და შახტარის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
საბოლოოდ მატჩში პირველი ტაიმის შედეგი შენარჩუნდა და დონეცკელებმა 2-0 მოიგეს. აზაროვმა Sofascore-სგან 7.6 შეფასება დაიმსახურა და მატჩში მე-3 საუკეთესო შეფასება მიიღო.
შახტარი 7 ქულით 27-ე ადგილზეა და პლეიოფში გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ რჩება. ბოლო ტურში უკრაინული გუნდი დორტმუნდს ესტუმრება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები