სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ის მორიგ ეტაპს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს. დღეს კვალიფიკაცია გაიმართა, რომელშიც პოულ პოზიცია შარლ ლეკლერმა (ფერარი) მოიპოვა.
მე-2 პოზიციიდან რბოლას ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) დაიწყებს, მე-3 ასევე ფერარის წარმომადგენელი კარლოს საინსი იქნება, მე-4 სერხიო პერესი (რედ ბული) იქნება, რომელსაც ბაქოს გრან პრი 2-ჯერ აქვს მოგებული. მე-5 ჯორჯ რასელია (მერსედესი), მოქმედი ჩემპიონი მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) კი მე-6 პოზიციიდან დაიწყებს რბოლას.
მე-7 7-გზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი (მერსედესი) იქნება, მე-8 ასევე ლეგენდარული ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი), ათეულს კი უილიამსის მრბოლელები - ფრანკო კოლაპინტო და ალექს ალბონი ხურავენ.
ბაქოში რბოლა 15 სექტემბერს 15:00 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ნორისი: "საინსი მეტს იმსახურებს"
სხვა სპორტი
ნორისის დომინაცია ნიდერლანდებში
სხვა სპორტი