Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაიერნი ბარსელონას ცენტრალური მცველის, რონალდ არაუხოს ტრანსფერით ინტერესდება.
როგორც კატალონიელმა ჟურნალისტმა სიკე როდრიგესმა გადაცემა El Bar-ში აღნიშნა, ბარსელონას სპორტულ დირექტორს, დეკუს შეატყობინეს, რომ მიუნხენური კლუბი მზადაა, ურუგვაელ მცველში 100 მილიონი ევრო ამ ზამთარშივე გადაიხადოს.
თავად არაუხოს დარჩენა სურს, დეკუს და კლუბის სპორტული დეპარტამენტის მიზანიც მცველის შენარჩუნებაა, ფინანსური განყოფილება კი ხელმძღვანელობას მის გაყიდვას ურჩევს.
ფეხბურთელს ბარსასთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს, მას გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს.
კომენტარები
15 საათის წინ
19 საათის წინ
22 საათის წინ
2 საათის წინ