Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
11 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაიერნის დირექტორმა, მარკ ებერლმა, რეალთან მატჩში მატეის დე ლიხტის გოლზე ისაუბრა, რომელიც სასტვენის შემდეგ გავიდა.
„აქ ასახსნელი არაფერია. რამდენი წელია ვიდეორეფერი არსებობს? და თამაშგარის წესი როდის შემოიღეს? ჩემთვის ეს ყველაფერი უცნაური და საეჭვოა.
მთავარმა არბიტრმა დაუსტვინა, ამიტომ ვიდეორეფერის ეპიზოდში ჩართვა აღარ შეეძლო. გვერდითმა მსაჯმა თქვა, რომ ეს მისი შეცდომაა, მაგრამ ჩვენ უკვე ფეხებზე გვკიდია.
ლოგიკურად, ეს დიდი შეცდომაა. არ გვჭირდება საფეხბურთო წესების გადახედვა. ისედაც ვიცით, რაც ხდება. ეპიზოდი ბოლომდე არ იქნა ჩამთავრებული - არადა, ჯერ უნდა ჩაემთავრებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაემოწმებინათ.
უკვე ყველა გერმანულ ფინალზე განეწყობოდა, პოლონელი მსაჯების გარდა." - აღნიშნა ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა.
კომენტარები
18 საათის წინ
13 საათის წინ
16 საათის წინ
9 საათის წინ