ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრები გუნდში თომას ტუხელის შენარჩუნებას ითხოვენ.
როგორც The Athletic იტყობინება, მიუნხენელმა ფანებმა პეტიცია შექმნეს მოთხოვნით, რომ ხელმძღვანელობამ მომავალი სეზონისთვისაც ტუხელი დაიტოვოს კლუბში.
ქომაგების აზრით, სხვა კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს ბაიერნის დონეს და მათ ისევ ტუხელის დარჩენა ურჩევნიათ. ამ მომენტისთვის, პეტიციას ხელი 10.000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ბაიერნში დანიშვნის მთავარი ფავორიტი რალფ რანგნიკია, რომელიც ამჟამად ავსტრიის ნაკრებს უდგას სათავეში.
თებერვალში ტუხელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე, სეზონის ბოლოს კლუბს ოფიციალურად დატოვებს.
კომენტარები