Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 28-ე ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში მალიორკას მოუგო.
შეხვედრა სტადიონ მონტჟუიკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
24-ე წუთზე რაფინიას მოპოვებული პენალტის რეალიზება ილკაი გიუნდოგანმა ვერ მოახერხა - გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს სტუმართა მეკარემ აჯობა.
ჩავის გუნდი გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას დიდხანს ვერ ახერხებდა და მეტოქის კარის აღება მხოლოდ 73-ე წუთზე, ლამინ იამალის ბრწყინვალე გოლით მოახერხა, რომელიც თამაშში ერთადერთი აღმოჩნდა.
ბარსამ 61 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა (მინიმუმ ჟირონას მატჩამდე) და ლიდერ რეალთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, რომელიც თავის მატჩს ამ ტურში 10 მარტს, სელტასთან სანტიაგო ბერნაბეუზე გამართავს.
კომენტარები
1 დღის წინ
8 საათის წინ
8 საათის წინ