Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ექს-დირექტორმა, ხავიერ ბორდასმა გაიხსენა, რომ კილიან მბაპეს 2017 წელს კატალონიურ კლუბში შეეძლო გადასვლა.
იმ ზაფხულს ბარსამ ნეიმარი დაკარგა, რომელიც 222 მლნ ევროდ პსჟ-ში გადავიდა და მის შემცვლელს ეძებდა. საბოლოოდ, კლუბმა არჩევანი დორტმუნდის ბორუსიადან უსმან დემბელეზე შეაჩერა, რომელიც 135 მილიონ ევროდ შეიძინა.
„გადაწყვეტილება ჩემი მისაღები რომ ყოფილიყო, მბაპე დღეს ბარსაში ითამაშებდა. როცა ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაიხადეს, მისი ტრანსფერისთვის საკმარისი ფული გვქონდა. თუმცა, ხელმძღვანელობამ არჩევანი დემბელეზე შეაჩერა.
მე მბაპე მერჩივნა. მის მამას ველაპარაკე და ბარსაში ტრანსფერი რეალური იყო. რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, რომ შეთანხმება მიღწეული იყო." - აღნიშნა ბორდასმა.
კომენტარები
28 წუთის წინ
18 საათის წინ
14 საათის წინ