Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონა ჟოაო კანსელოს და ჟოაო ფელიქსის მომავალთან დაკავშირებით პოზიციას არჩევს.
ორივე პორტუგალიელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა.
Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონა ორივეს შენარჩუნებას ისურვებდა, მაგრამ ყველაფერი მან სიტისთან და ატლეტიკოსთან მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. კლუბმა უკვე იცის, რომ არცერთი შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება.
ხელმძღვანელობა კანსელოს თამაშით ძალიან კმაყოფილია და მისი შენარჩუნება სურს, თავად ჟოაოც ისურვებდა ბარსაში დარჩენას. სიტი მზადაა ის გაყიდოს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ბარსას ფეხბურთელში 15-20 მლნ ევროს გადახდა სურს, თუმცა ქალაქელები მეტს ითხოვენ.
ფელიქსის თამაში ასეთ ოვაციებს არ იწვევს მისი არასტაბილურობის გამო. მიუხედავად ამისა, კლუბი მის შენარჩუნებასაც ისურვებდა, თუმცა ატლეტიკო მასში 70-80 მილიონ ევროს ითხოვს და ამიტომ, ბარსა ფეხბურთელის კიდევ ერთწლიანი იჯარით დატოვების ვარიანტზე აპირებს მოლაპარაკებების წამოწყებას.
კომენტარები
1 დღის წინ
17 საათის წინ
13 საათის წინ
22 საათის წინ