Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონა კოპა დელ რეის 1/4 ფინალში ბილბაოს ატლეტიკს ესტუმრა.
მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე გორკა გურუსეტამ გახსნა, თუმცა კატალონიელებმა პირველი ტაიმის მოგება მაინც მოახერხეს.
26-ე წუთზე მასპინძელთა მცველების შეცდომის შედეგად რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა, აქედან 6 წუთში კი ლამინ იამალმა ლამაზი დარტყმით სტუმრები წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, კერძოდ 49-ე წუთზე, ნიკო უილიამსის საჯარიმოში ჩაწოდებულს ოიან სანსეტი გამოეხმაურა და ანგარიში 2-2 გახადა. ძირითადი დროის ბოლომდე გოლი აღარ გასულა.
შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ექსტრა ტაიმებში ძმებმა უილიამსებმა ითავეს, პირველი დამატებითი ტაიმის კომპენსირებულ დროში ჯერ ინიაკიმ, ხოლო 121-ე წუთზე ნიკომ ბარსელონას კარი აიღეს და ბილბაოს ატლეტიკს გამარჯვებაში დაეხმარნენ. ამ უკანასკნელმა გოლი ე.წ. ტრიველა დარტყმით გაიტანა.
ბასკები ამ გამარჯვებით კოპა დელ რეის 1/2 ფინალში გავიდნენ, სადაც უკვე გასულები სოსიედადი და მალიორკა არიან.
სოსიედადმა სელტა დაამარცხა 1-2, მალიორკამ კი ჟირონას სძლია 3-2.
მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობას ატლეტიკო და სევილია გაარკვევენ.
კომენტარები
3 საათის წინ
2 დღის წინ
16 საათის წინ