ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
17 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 33-ე ტურში ბარსელონამ ვალენსიას საკუთარ კედლებში მოუგო.
შეხვედრა სტადიონ მონტჟუიკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
პირველი ნახევარი სტუმრებმა 2:1 მოიგეს - ფერმინის გოლს უგო დურომ და პეპელუმ (პენ) უპასუხეს, თუმცა ტაიმის მიწურულს ღამურებისთვის სამწუხარო ამბავი მოხდა - საჯარიმოს გარეთ გიორგი მამარდაშვილმა ხელით ითამაშა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის ქართველი მეკარე მოედნიდან გააძევა.
მეორე ნახევარში 10 კაცით დარჩენილმა ვალენსიამ მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა - შესვენების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და თავის გუნდს 4:2 მოაგებინა. განსაკუთრებით ლამაზი ბოლო გოლი გამოვიდა, რომელიც პოლონელმა პირდაპირი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ამ გამარჯვებით ბარსელონამ 73 ქულა დააგროვა, რეალთან სხვაობა ისევ 11 ქულამდე დაიყვანა და მეორე ადგილი დაიბრუნა, რომელიც ამ მატჩამდე ჟირონას (71) ეკავა.
კომენტარები
7 საათის წინ
6 საათის წინ
1 დღის წინ
4 საათის წინ