Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონამ 2024 წლის პირველი მატჩი ლა ლიგის მე-19 ტურის ეგიდით გამართა და ლას პალმასს ესტუმრა.
მატჩში ანგარიში მასპინძლებმა ყოფილი ბარსელონელების წყალობით გახსნეს. მე-12 წუთზე სანდრო რამირესის პასით გოლი მუნირ ელ ჰადადიმ გაიტანა. ლას პალმასმა პირველი ტაიმი მოიგო.
შეხვედრის მეორე ნახევარში კატალონიელებმა შეძლეს თამაშის დატრიალება. 55-ე წუთზე ანგარიში ფერან ტორესმა გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 93-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანმა გაიტანა. გერმანელმა თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია.
ამ გამარჯვებით ბარსელონამ 41 ქულა დააგროვა და ლიდერ რეალსა და ჟირონას 7 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები
1 დღის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ