Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 30-ე ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში ლას პალმასს აჯობა.
შეხვედრა მონტჟუიკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი რაფინია დიასმა 59-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
24-ე წუთიდან სტუმრები 10 კაცით თამაშობდნენ, რადგან უხეშობისთვის მოედნიდან მეკარე ალვარო ვალიესი გააძევეს.
ბარსას რამდენჯერმე სხვაობის გაზრდის შანსიც ჰქონდა, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი ჟოაო ფელიქსმა გაანიავა, რომელმაც 2 მეტრიდან ბურთი ხარიხას მოარტყა.
ამ გამარჯვებით ბარსელონამ 67 ქულა დააგროვა და რეალთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა ანჩელოტის გუნდი თავის მატჩს ხვალ ბილბაოს წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარები
8 საათის წინ
1 დღის წინ
8 საათის წინ