Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კოპა დელ რეის 1/16 ფინალში ბარსელონა რანგით მეოთხე დივიზიონის გუნდ ბარბასტროს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი ფერმინ ლოპესმა გაიტანა მე-18 წუთზე.
51-ე წუთზე რაფინიამ უპირატესობა ორამდე გაზარდა, მე-60 წუთზე კი მასპინძელთა ფეხბურთელმა დე მესა გარიდომ ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
88-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გოლად რობერტ ლევანდოვსკიმ აქცია და მატჩის ბედი გადაწყვიტა, თუმცა შეხვედრაში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, ამჯერად ბარბასტროს სასარგებლოდ. საბოლოო ანგარიში პრატმა დააფიქსირა, 2-3.
ასე და ამგვარად, ბარსელონა კოპა დელ რეის შემდეგ ეტაპზე გავიდა.
კომენტარები
2 დღის წინ
4 საათის წინ
17 საათის წინ