Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ნაპოლის მოუგო.
შეხვედრა მონტჟუიკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მე-15 წუთზე ანგარიში ფერმინ ლოპესმა ლამაზი კომბინაციის შემდეგ გახსნა. ზუსტად ორ წუთში ჟოაო კანსელომ სხვაობა ორამდე გაზარდა და ნაპოლის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა.
30-ე წუთზე მცველმა რაჰმანიმ მეტოქის საჯარიმოში ოსტატურად ითამაშა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, რითაც ნაპოლი თამაშში დაბრუნდა.
პირველი ტაიმის მიწურულს და მეორე ნახევრის საწყის წუთებში ნეაპოლელები მეტოქეს თამაშით ჯაბნიდნენ და ერთი-ორი კარგი მომენტიც ჰქონდათ, თუმცა ჩავიმ ცვლილება გამოიცნო და შეცვლაზე შემოსულმა სერხი რობერტომ ცარიელ კარზე ლევანდოვსკის დაუგორა, რომელმაც ბარსას შედარებით მშვიდი ბოლო წუთები გაუნაღდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 92 წუთი გაატარა და რამდენიმე საინტერესო მომენტითაც გამოირჩა, როცა გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა.
ამრიგად, ბარსამ ორი მატჩის ჯამში 4:2 იმარჯვა და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს.
კომენტარები
15 საათის წინ
2 საათის წინ
2 დღის წინ