Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 25-ე ტურში ბარსელონამ სტუმრად სელტა უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ ბალაიდოსზე გაიმაღტა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
პირველი ტაიმის მიწურულს (45') ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, თუმცა შესვენების შემდეგ მალევე წონასწორობა ლამინ იამალმა აღადგინა.
როცა თითქოს ყველაფერი შედეგიანი ფრისკენ მიდიოდა, სელტას მცველის დაუკვირვებელმა მოქმედებამ ბოლო წუთებზე ვიგოელების კარში დანიშნული პენალტი გამოიწვია.
რობერტ ლევანდოვსკიმ პირველ ცდაზე ვისენტე გუაიტას ვერ აჯობა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ესპანელ კიპერს ფეხი კარის გაზზე არ ედგა და თერთმეტმეტრიანი ახლიდან შესრულდა.
მეორე ცდა პოლონელს წარმატებული გამოუვიდა და მან დუბლით ბარსელონას უმძიმესი გამარჯვება მოუტანა.
ამ გამარჯვებით ბარსელონამ 54 ქულა დააგროვა და ჟირონასთან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა, ლიდერ რეალთან კი - შვიდამდე. თუმცა, ორივე ლიდერ გუნდს თავისი მატჩი ამ ტურში ჩასატარებელი აქვს.
კომენტარები
9 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ