Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 26-ე ტურში ბარსელონამ ხეტაფე მიიღო და მეტოქე 4-0 გაანადგურა.
ანგარიში მე-20 წუთზე რაფინიამ გახსნა, საგოლე გადაცემა აქტივში კუნდემ ჩაიწერა . 53-ე წუთზე უპირატესობა ორამდე ჟოაო ფელიქსმა გაზარდა, რომელსაც პასი კრისტესენმა გაუკეთა. 61-ე წუთზე რაფინია ამჯერად ასისტით გამოირჩა, გოლი ფრენკი დე იონგმა გაიტანა. 91-ე წუთზე კი მატჩს წერტილი ფერმინ ლოპესმა დაუსვა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 4-0.
ბარსელონამ ამ გამარჯვებით 57 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა და ჟირონას 1 ქულით გაუსწრო, რომელსაც თავის მხრივ რაიოსთან აქვს სათამაშო, პირველ ადგილზე კი რეალია 62 ქულით. მადრიდელები ამ ტურში სევილიას დაუპირისპირდებიან.
კომენტარები
9 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ