Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 31-ე ტურში ბარსელონა კადისს ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა გაიტანა. პორტუგალიელმა ეფექტური მაკრატელა დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
ბარსელონასთვის ეს ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-6 გამარჯვებაა, ლა ლიგაში კი გუნდი 6 მატჩია კარს მშრალად ინახავს.
ბლაუგრანას 70 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის ლიდერ რეალს, რომელმაც თავის მხრივ მალიორკას სძლია ჩუამენის გოლით, 8 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე სწორედ ელ კლასიკო გაიმართება.
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი.
კომენტარები
8 საათის წინ
1 დღის წინ
8 საათის წინ